მისია

გიმნაზიის მისიაა აღზარდოს თავისუფლდ მოაზროვნე,სამართლიანი და ჯანსაღი თაობა.მოამზადოს აქტიური და მოქალაქეობრივი პოზიციის მქონე მოსწავლე,მისი ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და საჭიროების გათვალისწინებით უსაფრთხო და შესაძლებლობებით მდიდარ გარემოში.

დანერგოს სწავლების ახალი ტექნოლოგიები,ჩამოუყალიბოს მოზარდს ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები.

ესგ-ზე დაყრდნობით შეასწავლოს მოსწავლეებს პროგრამით გათვალისწინებული საგნები, მოამზადოს მოსწავლეები არა მარტო საატესტატო გამოცდებისათვის, არამედ წარმატებული მომავალი ცხოვრებისათვის.განსაკუთრებით განუვითაროს ისეთი უნარ-ჩვევები, როგორიცაა: წერა,კითხვა,ლაპარაკი,მოსმენა, მათ, ვისთვისაც ქართული მშობლიური ენა არ არის.

აქტიურად იყოს ჩართული კლასგარეშე და სკოლისგარეშე მუშაობაში,მხატვრულ- შემეცნებით ღონისძიებებში,სხვადასხვა კონკურსსა და კონფერენციაში, პროექტებსა და ექსკურსიებში, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლის ცოდნის გაღრმავებას.

ეგიმნაზიის კურსთამთავრებულებმა უნდა შეძლონ თავისუფლად დაიმკვიდრონ ადგილი საზოგადოებაში.

<< დაბრუნება