კლუბები

ლიტერატურული კლუბი ”ალმანახი”

კლუბი „ალმანახი“- დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, აერთიანებს მოსწავლეებს ინტერესების მიხედვით. კლუბის საქმიანობას ხალმძღვანელობს საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს პედაგოგი. საბჭო განიხილავს საკითხებს, დაკავშირებულს კლუბის ამოცანებთან. კლუბი უზრუნველყოფს ბავშვთა და მოზარდთა აღზრდას სკოლა, ოჯახსა და საზოგადოებასთან მჭიდრო კავშირში. აყალიბებს ლინგვისტურ და ლიტერატურულ ცოდნას მოსწავლეებს შორის. აყალიბებს მოსწავლეთა ცხოვრებისეულ პოზიციას.

სამოქალაქო განათლების კლუბი "ერთობა"

ესამოქალაქო განათლების კლუბი "ერთობა" წარმოადგენს ახალგაზრდულ არაფორმალურ ორგანიზაციას, რომელიც აერთიანებს ქალაქ ბათუმის გიმნაზიის “XXI საუკუნის” 9-12 კლასის მოსწავლეებს. საზოგადოებრივ აქტიური ახალგაზრდობის მიზიდვა ასეთი საკითხების განხილვისათვის, როგორიცაა: საქართველოს ევროინტეგრაცია, სამოქალაქო საზოგადოების და სამართლებრივი სახელმწიფოს განვითარება.

ისტორიული კლუბი ”საქართველო დღეს და გუშინ”

ისტორიულ-ეთნოგრაფიული კლუბი «საქართველო გუშინ და დღეს” შეიქმნა 2010 წლის სექტემბერში. კლუბის ძირითადი მიზანია აღზარდოს გიმნაზიის მოსწავლეები პატრიოტულად. Mმოსწავლეებმა უნდა იცოდნენ თავისი სამშობლოს ისტორია, აფასებდნენ მის ტრადიციას. ერკვეოდნენ ძირითად პოლიტიკურ პროცესებში, რაც დღევანდელ დღეს ხდება და მათი დაკავშირება საქართველოს ისტორიულ წარსულთან. კლუბს აქვს თავისი ფონოთეკა, ბიბლიოთეკა და დამატებითი მასალები.