“მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან” – ამ დევიზით ჩატარდა დღევანდელი დღე ჩვენს გიმნაზიაში.
ყოველ 800 ბავშვიდან ერთი დაუნის სინდრომით იბადება. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი შესაძლებელია ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს. დაუნის სინდრომი დაავადება კი არა, გენეტიკური ცვლილებაა. დაუნის სინდრომი არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები.