დაიწყო მოსწავლეთა რეგისტრაცია 2024-2025 სასწავლო წლისთვის
ჩარიცხვისთვის საჭირო საბუთები
1. პირველ კლასში ბავშვები ჩაირიცხებიან კანონმდებლობით განსაზღვრული ასაკიდან, კერძოდ მიმდინარე სასწავლო წლის 1 დეკემბრამდე მოსწავლეს უნდა შეუსრულდეს 6 წელი. პირველ კლასში ბავშვის ჩასარიცხად მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
- განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე;
- მოსწავლის ფოტოსურათი (3X4);
- დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
- მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;
- მოსწავლის ჯანმრთელობის ცნობა.(ფორმა #100).
2. მოსწავლის სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მობილობის შემთხვევაში წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია:
- განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე;
- მოსწავლის პირადი საქმე/წინამდებარე კლასის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- მიმდინარე შეფასება (სასწავლო წლის განმავლობაში მობილობის დროს);
- ცნობა საგნების მიხედვით გაცდენილი საათების შესახებ (სასწავლო წლის განმავლობაში მობილობის დროს);
- დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
- მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;
- სსსმ მოსწავლის გადმოსვლის შემთხვევაში, აუცილებელია შესაბამისი ინდივიდუალური სასწავლო გეგმა და ჯანმრთელობის ცნობა.
3. მოსწავლის სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მობილობის შემთხვევაში წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია:
- განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე;
- მოსწავლის პირადი საქმე/წინამდებარე კლასის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი გადათარგმნილი ქართულ ენაზე და დამოწმებული ნოტარიულად. (2 ეგზემპლიარად)
- მიმდინარე შეფასება (სასწავლო წლის განმავლობაში მობილობის დროს) გადათარგმნილი ქართულ ენაზე და დამოწმებული ნოტარიულად. (2 ეგზემპლიარად)
- დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი, გადათარგმნილი ქართულ ენაზე და დამოწმებული ნოტარიულად. (2 ეგზემპლიარად)
- მშობლების პასპორტის ასლები, გადათარგმნილი ქართულ ენაზე და დამოწმებული ნოტარიულად (2 ეგზემპლიარად)