• +995 422 273225
  • info@gimnazia21.ge
  • 160, Pushkin St, Batumi 6015, Georgia
  • სკოლის ცხოვრება

    დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე

    “მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან” – ამ დევიზით ჩატარდა დღევანდელი დღე ჩვენს გიმნაზიაში. ყოველ 800 ბავშვიდან ერთი დაუნის სინდრომით იბადება. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი შესაძლებელია ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს. დაუნის სინდრომი დაავადება კი არა, გენეტიკური ცვლილებაა. დაუნის სინდრომი არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები.

    შეხვედრა პსიქოლოგთან 9ა კლასში

    გიმნაზიის მე-9ა კლასში ჩატარდა შეხვედრა პსიქოლოგთან. შეხვედრის თემა: სხეულის ენა — არავერბალური კომუნიკაცია.

    საგაზაფხულო კონკურსი

    ყურადღება! ძვირფასო გიმნაზიელებო, დაიწყო კონკურსი “საუკეთესო საგაზაფხულო ნამუშევარი”. ნაყოფიერად გაატარეთ საგაზაფხულო არდადეგები, დაისვენეთ და შექმენით თქვენს მიერ აღქმული გაზაფხული! ველოდებით ექსპონატებს!

    კომპლექსური სამუშაო მე-9 კლასში

    გიმნაზიის მე-9 კლასის კომპლექსური სამუშაო საქართველოს ისტორიაში თემაზე”საქართველო-მეღვინეობის ქვეყანა”

    კომპლექსური სამუშაო 7ბ კლასში

    გიმნაზიის 7ბ კლასში ჩატარდა კომპლექსური სამუშაო ისტორიაში. გიმნაზიელებმა იმუშავეს კომიქსზე თემაზე “ქრისტიანობის გავრცელება რომის იმპერიასა და ქართლში”.

    თემა “მეგობრობა”

    გიმნაზიის მე-4 კლასელებთან ჩატარდა კლასსაათი თემაზე “მეგობრობა”. გიმნაზისტები აქტიურად მონაწილეობდნენ თემის განხილვაში.

    შეხვედრა პირველკლასელებთან

    გიმნაზიაში გრძელდება ბულინგის პროფილაქტიკისადმი განკუთვნილი ღონისძიებების სერია. ბულინგის პროფილაქტიკის თემა არის საკმაოდ ვრცელი და ღონისძიებები გათვლილია ყველა ასაკის გიმნაზიელთათვის. პროგრამის ფარგლებში გიმნაზიის პირველ კლასში ორგანიზებულ იქნა კლასის საათი და შეხვედრა გიმნაზიის ფსიქოლოგთან. პატარა გიმნაზიელებმა ღრმა ინტერესი გამოხატეს თემის მიმართ.  

    მოსწავლეთა პრეზენტაცია

     მე-9 კლასში ჩატარდა მოსწავლეთა პრეზენტაცია თემაზე: ,,ჩემი სამომავლო გეგმები სკოლის დასრულების შემდეგ”, პედაგოგ ნათია მიქაძეს ხელმძღვანელობით.  მოსწავლეებმა ელიზა ქარდავა, ილია სურმანიძე და ანა როყვა წარადგინეს თავისი პრეზენტაციები გერმანულ ენაზე. <iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fgimnazya21%2Fposts%2F2122922801192267&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”742″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>

    ბულინგის პროფილაქტიკის ღონისძიებები

    გიმნაზიაში გრძელდება ბულინგის პროფილაქტიკისადმი განკუთვნილი ღონისძიებების სერია. ბულინგის პროფილაქტიკის თემა არის საკმაოდ ვრცელი და ღონისძიებები გათვლილია ყველა ასაკის გიმნაზიელთათვის. ამ კვირაში მე-4 კლასელებისთვის ჩატარდა მ/ფ “მახინჯი იხვის ჭუჭული”-ს ჩვენება შემდეგი განხილვით. მოზრდილი გიმნაზიელებისთვის სკოლის პსიქოლოგის მიერ ჩატარდა ლექცია “პოზიტიური აზროვნება და კეთილი სიტყვები როგორც ბილწსიტყვაობასთან და უხეშობასთან ბრძოლის მეთოდი”. კეთილი ოჯახური ატმოსფერო არის ჩვენი გიმნაზიის […]